logo
ENG



ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "პუტინის საომარ მანქანას აუძლურებენ"

24 მაი 202216:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/24/edak9eq1t9tjffb.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ EU-ს, აშშ-სა და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "პუტინის საომარ მანქანას აუძლურებენ".

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ლაიენმა თქვა, რომ რუსეთის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის გადარჩენის ან ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხი და "ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გლობალურ წესრიგს".

ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაამარცხოს რუსეთი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინის აღმშენებლობაში. 

"ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები დავეხმარებით უკრაინას ფერფლიდან ამოსვლაში", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში გუშინ დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ მაქსიმალური სანქციები დააწესონ.


close დახურვა